სპორტი
ვილიანმა ჩელსის ულამაზესი გოლით მოაგებინა [VIDEO]

ვილიანმა ჩელსის ულამაზესი გოლით მოაგებინა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "ნიუკასლი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით (2:1) დაამარცხა. პედრო როდრიგესმა "არისტოკრატები" მე-9 წუთზე დააწინაურა, მაგრამ ტაიმის ბოლოს კლარკმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში, 57-ე წუთზე, "ჩელსის" ბრაზილიელმა ვინგერმა, ვილიანმა, ულამაზესი ბურთი გაიტანა და საკუთარ გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. მაურიციო სარის გუნდმა 47 ქულა დააგროვა და "არსენალს" 6 ქულით გაასწრო.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის