სპორტი
გვარდიოლა: "ზამთრის ტრანსფერები საჭირო არ არის"

გვარდიოლა: "ზამთრის ტრანსფერები საჭირო არ არის"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარი გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. "ზოგჯერ გაგვიკეთებია ტრანსფერები იანვარში, მაგრამ როგორც წესი, ვყიდულობთ მოთამაშეებს, რომლებიც კლუბის ღირსებას მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში დაიცავენ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კი ასეთი რაღაცები ძალიან იშვიათად ხდება. დასაშვებია ვინმეს იჯარით დამატება, მაგრამ დიდი კლუბები ამას ძალიან იშვიათად აკეთებენ. თუ ტრავმები არ არის და მოთამაშეებით კმაყოფილი ხარ, შემადგენლობის შეცვლა არ არის საჭირო", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა. 21 თამაშის შემდეგ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი პრემიერ ლიგაში 50 ქულით მეორე ადგილს იკავებს და "ლივერპულს" ამ ეტაპზე 7 ქულით ჩამორჩება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის