მსოფლიო
ფრანგმა მაშველებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში 2 ათას მეტრზე ჩარჩენილი ცხვარი გადაარჩინეს

ფრანგმა მაშველებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში 2 ათას მეტრზე ჩარჩენილი ცხვარი გადაარჩინეს

ფრანგულ ალპებში მაშველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს ცხვრის ჩამოსაყვანად. როგორც ტელეარხი “ფრანს 3” იუწყება, ცხვარი იქ მინუმუმ რამდენიმე კვირა იმყოფებოდა. ის ჯერ კიდევ  შობამდე შეამჩნიეს ტურისტებმა და მაშველებს აცნობეს. როგორც ერთ-ერთი მაშველი ყვება, რომ ამ დროს ამინდებიც გაუარესდა და მათ გადაწყვიტეს, რაც შეიძლება სწრაფად გადაერჩინათ ცხვარი.მიუხედავად იმისა, რომ არც ისე მარტივი პროცესი იყო, ცხვარი გადარჩა. გამოცემის ცნობის თანახმად, პატრონიც იპოვეს, რომელმაც აღიარა, რომ ცხოველი ჯერ კიდევ 3 თვის წინ გაუჩინარდა, თუმცა მას მაშველებისთვის არ უცნობებია.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის