სპორტი
გიორგი გეგია: "ვიმედოვნებთ, რომ ფიამე ორო ბოლო თამაშს არ წააგებს და პლეი-ოფში გავალთ"

გიორგი გეგია: "ვიმედოვნებთ, რომ ფიამე ორო ბოლო თამაშს არ წააგებს და პლეი-ოფში გავალთ"

თბილისის "ლოკომოტივმა" კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ავჭალის სტადიონზე "ფიამე ორო რომა" მიიღო და დიდი ანგარიშით 47:10 დაამარცხა. "რკინიგზელებმა" მეტოქეს 6 ლელო დაუდეს, საპასუხოდ კი 2 გაუშვეს და ბონუსით იმარჯვეს, რითაც ჯგუფში გალიდერდნენ, მაგრამ ყველაფერი ერთი კვირის თავზე გასამართ მატჩზეა დამოკიდებული: "ფიამე ორო" შინ "კალვიზანოს" ეთამაშება. იმ შემთხვევაში, თუ "კალვიზანო" მოიგებს, პლეი-ოფში იტალიური კლუბი გავა, ხოლო საქართველოს ჩემპიონი კარგი შედეგების მიუხედავად, ტურნირს დაემშვიდობება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, GOAL.GE თბილისური კლუბის მეორეხაზელს გიორგი გეგიას დაუკავშირდა და როგორც დღევანდელ, ასევე იტალიური კლუბების მომდევნო მატჩზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, რომელსაც აქვე გთავაზობთ. " მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავედით, ჩვენს მიწაზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და ასეც მოხდა, დამაჯერებლად და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რაც შეეხება იტალიური კლუბების მომავალ თამაშს, ვიმედოვნებთ, რომ "ფიამე ორო" ბოლომდე იბრძოლებს, თამაშს არ დათმობს და პლეი-ოფში ჩვენ გავალთ. ამ ტურნირზე გამოსვლით, რასაკვირველია "ლოკომოტივი" როგორც გუნდი გაიზარდა, რაც გამოჩნდა კიდეც. თუ ბევრი ასეთი მატჩები გვექნება, უფრო გავიზრდებით და კიდევ უფრო ძლიერ გუნდებს შევერკინებით", - განაცხადა გეგიამ. სატურნირო მდგომარეობა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის