პოლიტიკა
თალაკვაძე: პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს

თალაკვაძე: პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს

„მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კრიტერიუმების შემუშავებამდე მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა არ იგეგმება. „მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს და განხილვა მას შემდეგ მოხდება, რაც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები იქნება შემუშავებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მანვე აღნიშნა, რომ კრიტერიუმების შედგენაში ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის