პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ვერ ვხედავ, რომ სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეიზღუდოს

არჩილ თალაკვაძე: ვერ ვხედავ, რომ სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეიზღუდოს

მისი თქმით, ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადებაზე დისკუსია უკავშირდება ცრუ ინფორმაციის გავრცელების საკითხს, სიძულვილის ენას მედიაში და იმ მიზანმიმართულ კამპანიებს, რომელმაც მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებში იჩინა თავი. “როგორც იცით, დასავლური დემოკრატიები, როგორიცაა მაგალითად საფრანგეთი, ამ საკითხებზე მუშაობდნენ უკვე ბოლო 1 წლის განმავლობაში და კონკრეტული კანონის მიღებაც მოხდა საფრანგეთში, რომელიც ეხება ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, სიძულვილის ენის გამოყენებას მედიაში. ვფიქრობ, ეს არის ჯანსაღი დისკუსია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში ყველა არგუმენტის, ყველა ინტერესის გათვალისწინება მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ ადამიანსაც კი ვერ მოძებნით, ვინც ეთანხმება რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, სიძულვილის ენა მედიაში სასარგებლო და საჭიროა ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ უნდა მოვძებნოთ საერთო წერტილი, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან მიმართებაში ჩამოყალიბდება”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის