პოლიტიკა
თაკალვაძე ბესელიაზე: მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერებაზე, გუნდის ვერცერთ წევრს ვერ ექნება მონოპოლია

თაკალვაძე ბესელიაზე: მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერებაზე, გუნდის ვერცერთ წევრს ვერ ექნება მონოპოლია

მოსამართლეებზე გადაწყვეტილება, პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერც ერთ წევრს ვერ ექნება მონოპოლია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თალაკაძე გამოეხმაურა ეკა ბესელიას, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერება და კრიტერიუმების შემუშავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სწორედ მისი გადადგომის შედეგად მოხდა. „სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება, პირველი, საკითხის საგაზაფხულო სესიაზე განხილვა და, მეორე, პროცედურის და კრიტერიუმების შემუშავება, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერცერთ რომელიმე წევრს ვერ ექნება მონოპოლია. თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ის დისკუსია, რომელიც გუნდსა და საზოგადოებაში იყო, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული იყო“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის