პოლიტიკა
თალაკვაძე: გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია აგრესიული სახით არ გაგრძელდება

თალაკვაძე: გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია აგრესიული სახით არ გაგრძელდება

მისი თქმით, იანვარში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც საგაზაფხულო სესიისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ. “მათ შორის მოხდება იმ მოსაზრებების განხილვაც, რომელიც ჩვენი გუნდის ცალკეულ წევრებს აქვთ”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. კითხვაზე, დაირღვა თუ არა გუნდურობის პრინციპი ცალკეული დეპუტატების მხრიდან, მათ შორის ეკა ბესელიას მხრიდან, მდინარაძემ უპასუხა: „ვფიქრობ, პარლამენტი ემსახურება საზოგადოებას, .საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია უპირველესად პარლამენტმა შეასრულოს თავისი ფუნქცია, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც შედის ადამიანების ინტერესებში და ეროვნულ ინტერესებში. შესაბამისად, თუ ეს ზოგჯერ მოხდება გუნდში განსხვავებული მოსაზრებების ხარჯზე, მიიღებს მწვავე ხასიათს, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი უფრო მეტად ჩვენთვის, ვიდრე საზოგადოებისათვის. ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ ვიხელმძღვანელებთ საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესებით, გადაწყვეტილებებს აუცილებლად მივიღებთ ისეთს, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება გუნდს, პროცესი ისევ ნორმალურ კალაპოტში ბრუნდება. გპირდებით, რომ გუნდში ეს საკითხები იქნება განხილული და ამოწურული”, – აცხადებს თალაკვაძე.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის