მსოფლიო
რესპუბლიკელმა სენატორმა ტრამპს ურჩია, მთავრობის მუშაობა დროებით აღადგინოს

რესპუბლიკელმა სენატორმა ტრამპს ურჩია, მთავრობის მუშაობა დროებით აღადგინოს

ლინდსი გრემის თქმით, ე.წ შათდაუნის დროებით გაუქმება ხელს შეუწყობს პროგრესს, რათა მექსიკის საზღვართან კედლის დაფინანსების საკითხზე კონსენსუსს მიაღწიონ. მან ასევე დასძინა, რომ დონალდ ტრამპმა საზღვართან შექმნილი კრიზისის გამო, შესაძლოა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა დააწესოს. როგორც სენატორმა აღნიშნა, აშშ-ს მთავრობის მუშაობის აღდგენა  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, რომ საგანგებო მდგომარეობა აღარ დააწესოს. იმის გამო, რომ დემოკრატიული პარტია ამერიკა-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთის  2019 წლის ბიუჯეტში 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას არ თანხმდება, აშშ-ში, 22 დეკემბრიდან “შათდაუნი” გრძელდება (მთავრობის მუშაობის შეჩერება). ფედერალური უწყებები უკვე რამდენიმე დღეა არ მუშაობენ. აშშ-ში შიშობენ, რომ დონალდ ტრამპი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს, სამხრეთ საზღვართან კედლის აშენებისთვის კონგრესის თანხმობის გარეშე, 5,6 მილიარდი დოლარი გამოყოს, რაც საგანგებო მდგომარეობის დროსაა განკუთვნილი.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის