სხვადასხვა
დაპირპირება სამეფო ოჯახის რძლებს შორის - მეგანი და ჰარი ქეით მიდლტონის დაბადების დღეს არ დაესწრნენ

დაპირპირება სამეფო ოჯახის რძლებს შორის - მეგანი და ჰარი ქეით მიდლტონის დაბადების დღეს არ დაესწრნენ

9 იანვარს ქეით მიდლტონი 37 წლის გახდა, კემბრიჯის ჰერცოგინიამ დაბადების დღე მეუღლესთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნა, თუმცა მათ შორის არ ყოფილან პრინცი ჰარი და მეგან მარკლი. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიაა ქეითის იუბილეზე არყოფნის მიზეზი გაურკვეველია, უცნობია ისინი არ ყოფილან მიწვეულნი თუ მისვლაზე უარი თქვეს. ინფორმაციას ამის შესახ the sun-ი ავრცელებს.


ცოტა ხნით ადრე უცხოური მედია წერდა, რომ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი არ დაესწრნენ ღონისძიებას, რომელზეც ჰარი და მეგანიც უნდა ყოფილიყვნენ.

ქეითსა და მეგან მარკლს შორის არსებულ დაძაბულობაზე ყვითელი მედია დიდი ხანია წერს, თუმცა რას უკავშირდება სამეფო ოჯახის რძლებს შორის არსებული დაპირისპირება და ნამდვილად არსებობს თუ არა ჯერჯერობით ამაზე ზუსტი პასუხი არაა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის