პოლიტიკა
უგულავა - კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ნაადრევი ზეიმი, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, არაადეკვატურია

უგულავა - კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ნაადრევი ზეიმი, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, არაადეკვატურია

„დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ამიტომ ნაადრევი ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, რა თქმა უნდა, არაადეკვატური იქნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის უდანაშაულოდ ცნობას ეხმაურება. უგულავას თქმით, დღეს დავით კირკიტაძე პატიმრობაში ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო მაინც რჩება. „ფაქტი სახეზეა, დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაშია, ამიტომ ნაადრევი ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, რა თქმა უნდა, არაადეკვატური იქნება იმიტომ, რომ ეს კაცი ისევ ციხეშია და წინასწარ პატიმრობაშია და არაადეკვატური მუხლი აქვს წაყენებული, ისეთი მუხლი, რომელიც ყაჩაღებს და ბანდიტებს, პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე, ამიტომ მეორე მომენტიც არის აღსანიშნავი ის, რომ ეს ადამიანი, ეს მოსამართლე უვადოდ არ ინიშნება, ანუ არ წარმოადგენს იმ კლანს, რომელიც უვადო დანიშვნის ჩეკს გასცემს ხოლმე აქ სასამართლოში, ამიტომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გადარჩენისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის