მსოფლიო
სომხეთის პარლამენტის ახალი სპიკერი არარატ მირზოიანი გახდა

სომხეთის პარლამენტის ახალი სპიკერი არარატ მირზოიანი გახდა

მის კანდიდატურას მხარი 131-მა დეპუტატმა დაუჭირა. “131 ხმით, დეპუტატი „ ჩემი ნაბიჯიდან“ არარატ მირზოიანი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარედ აირჩიეს”, – განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ვააგნ ოვაკიმიანმა. დღესვე, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ნიკოლ ფაშინიანი დანიშნა. მანამდე, ნიკოლ ფაშინიანი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. ”კონსტიტუციის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრად დანიშვნის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ახალი მოწვევის პარლამენტში ხმათა უმრავლესობა მიიღო.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის