პოლიტიკა
ჭიჭინაძე: ქალბატონმა ეკამ ბოლო ტყვია მძიმე შემთხვევისთვისთვის შეინახა

ჭიჭინაძე: ქალბატონმა ეკამ ბოლო ტყვია მძიმე შემთხვევისთვისთვის შეინახა

„ქალბატონმა ეკამ ბოლო ტყვია, ალბათ, მძიმე შემთხვევისთვისთვის შეინახა“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, ეკა ბესელიამ დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა. „ქალბატონმა ეკამ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ იყო, მათ შორის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ის გადადგა და ივანიშვილმა გაიწვია ის სია და პირდაპირ იქნა აღიარებული, რომ სია ეკუთვნოდა ივანიშვილს. არის საკითხები, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რასაც ისინი საუბრობენ. ბოლო ტყვია არ უნდა გამოიყენოს საერთოდ ადამიანმა და შეინახა, ალბათ, ქალბატონმა ეკამ ბოლო ტყვია იმ მძიმე შემთხვევისთვის თუ სიტუაცია ასე განვითარდება და იქნება ძალადობრივი მცდელობა ამ მოსამართლეების გატანის“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის