პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის Facebook გვერდზე “ბლოკის” მოხსნის მოთხოვნით მოქალაქემ სასამართლოს მიმართა

ირაკლი კობახიძის Facebook გვერდზე “ბლოკის” მოხსნის მოთხოვნით მოქალაქემ სასამართლოს მიმართა

საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ, საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე, მარიამ დოლიძის გამოხატვის თავისუფლებით დაცული კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვას. აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები. GDI აღნიშნული სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძსგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე “ბლოკის” მოხსნას. ირაკლი კობახიძის ქმედებას წინ უსწრებდა მისი განცხადება 2008 წლის 08 აგვისტოს ომთან დაკავშირებით. რასაც, მოსარჩლის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მწვავე კრიტიკული მოჰყვა. ს შინაარსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სწორედ აღნიშნული კრიტიკა გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მარიამ დოლიძის “დაბლოკვის” მიზეზი. მსოფლიოს მასშტაბით, პოლიტიკოსები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ ქსელებს, როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებას. ამიტომ, GDI-ს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოფიციალური Facebook გვერდი არის დაინტერესებულ პირთა განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკისათვის გახსნილი ღია სივრცე, სადაც ინდივიდებს ეძლევათ შესაძლებლობა პირდაპირ და უშუალოდ იქონიონ კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება ზოგადად მიმდინარე მოვლენებთან და კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით. GDI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 2019 წლის 14 იანვარს მიმართა და ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას GDI ავრცელებს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის