სამართალი
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეებზე ხვალ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებას წარუდგენენ

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეებზე ხვალ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებას წარუდგენენ

ამის შესახებ “აიპრესს” საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა უთხრა. „მე და ანა დოლიძე ხვალ წარვუდგენთ საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტს, რომელიც ითვალისწინებს, პროცედურების შეცვლას. თუკი ამას პარლამენტი დათანხმდება ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი, აუცილებელია შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ფილტრი იქნება. აუცილებელია გადაწყვეტილება საბჭომ მიიღოს კონსესუსით და მეოთხე ინტერესთა კონფლიქტი შემუშავდეს იმისათვის, რომ საბჭოს წევრებმა კონკურსში არ მიიღონ მონაწილეობა. აქ ცალსახა ინტერესია, რადგან ისინი არიან იუსტიციის საბჭოს წევრები“, – ამბობს ჯანეზაშვილი. კითხვაზე, ხომ არ ჰქონიათ ამ თემაზე კონსულტაცია უმრავლეობასთან და რა მოლოდინი აქვთ იქნება თუ არა ეს საკანონმდებლო წინადადება მხარდაჭერილი? – პასუხობს: „არავისთან კონსულტაცია არ გვქონია ამ თემაზე. ხვალიდან დაველოდებით პროცესების განვითარებას“, – გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის