მსოფლიო
ვენესუელაში ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელი დააკავეს

ვენესუელაში ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელი დააკავეს

პოლიტიკოსი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. სოციალურ ქსელებში დაკავების ამსახველი ვიდეოც გავრცელდა. მოგვიანებით, პოლიტიკოსმა საკუთარ Twitter- ზე დაწერა, რომ ის უკვე ვარგასის შტატში იმყოფებოდა. “რეჟიმი ჩემ შეჩერებას შეეცადა, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებს”, – წერს ის. მანამდე, ხუან გუიდომ, რომელიც ეროვნულ ასამბლეას ხელმძღვანელობს, მოქალაქეებს  მასობრივი საპროტესტო გამოსვლის დაწყებისკენ მოუწოდა. მიზეზი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევა იყო. მან ნიკოლას მადუროს “უზურპატორი” უწოდა. 10 იანვარს, ნიკოლას მადუროს ინაუგრაციის ცერემონიას კუბის, სალვადორის, ბოლივიისა და ნიკარაგუის პრეზიდენტები დაესწრნენ, ასევე რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის წარმომადგენლები. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ნიკოლას მადუროს პრეზიდენტად არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია. ნიკოლას მადურომ პრეზიდენტის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და უკვე მეორე ვადით, ვენესუელა 2025 წლამდე უნდა მართოს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის