ეკონომიკა
ჯიპიაი-ს ჯანმრთელობის დაზღვევით მხედველობის ლაზერული კორექცია 25%-ით დაიფარება

ჯიპიაი-ს ჯანმრთელობის დაზღვევით მხედველობის ლაზერული კორექცია 25%-ით დაიფარება

აღნიშნული სერვისი ზოგადად, სადაზღვევო პაკეტებით არ იფარება, თუმცა ბოლო დროს ლაზერულ კორექციაზე გახშირებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯიპიაი ჰოლდინგმა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში დამატებითი დაფარვა გააკეთა. ექსიმერ ლაზერული კორექცია – LASIK გულისხმობს ექსიმერული ლაზერული სხივით რქოვანას (თვალის გარეთა გამჭირვალე გარსის) ფორმის შეცვლას და შესაბამისად, ამა თუ იმ რეფრაქციული ანომალიის გასწორებას ანუ კორექციას. ეს არის მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ სურთ პროფესიული, კოსმეტიკური ან სხვა რაიმე მიზეზის გამო სათვალის ან კონტაქტური ლინზის ტარება. ლაზერული კორექციის ეს მეთოდი აპრობირებულია შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის დროს ბავშვებში 8-9 წლის, ხოლო ახლომხედველობის დროს ზრდასრულებში 18-20 წლის ასაკიდან. მხედველობის აღდეგნის ლაზერული ოპერაციის ეს მეთოდი ჯერ კიდევ 1999 წელს პროფესორმა მერაბ დვალმა დანერგა “ახალ მზერაში” და დღემდე 25 000-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა კლინიკაში. პროცედურა ტარდება უახლესი ლაზერული აპარატით Teneo 317 (Technolas, Baush & Lom/Valient), რომელიც ექსიმერლაზერული დანადგარებს შორის, დღეს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ მოდელადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ვრცელდება ჯიპიაის როგორც ახალ დაზღვეულებზე, ისე უკვე მოქმედ პოლისებზე.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის