სპორტი
მესის და სუარესის ზღაპრული სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

მესის და სუარესის ზღაპრული სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

მოგეხსენებათ, გუშინ, ლა ლიგის მე-19 ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "ეიბარი" გაანადგურა - 3:0. დუბლი გაიფორმა ლუის სუარესმა, ერთი გოლი კი ლიონელ მესის ანგარიშზეა, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 400 გატანილი ბურთი დაუგროვდა. ამ ეტაპზე, "ბარსელონა" სატურნირო ცხრილში 43 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 5 ქულით უსწრებს. ჩატარებულ 19 შეხვედრაში "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 53 გოლი გაიტანეს, აქედან 31 კი მესისა და სუარესის დუეტის ანგარიშზეა. ორივე მათგანი არამხოლოდ თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, არამედ ლა ლიგის ყველა ბომბარდირს შორის პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მესიმ და სუარესმა ერთად 31 ბურთი შეაგდეს, მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 18 კლუბზე მეტი. არგენტინელი და ურუგვაელი მხოლოდ "სევილიას" ვერ უსწრებენ, რომლის ანგარიშზეც აგრეთვე 31 გოლია. ბარსელონური დუეტისა და "სევილიას" უახლოესი მდევრები "ლევანტე" (30 გოლი) და "ატლეტიკო" (27 გოლი) არიან.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის