მსოფლიო
პუტინი ფაშინიანს: ვიმედოვნებ, რუსეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება

პუტინი ფაშინიანს: ვიმედოვნებ, რუსეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება

ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. “ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დიალოგი და კონსტრუქციული ერთობლივი მუშაობა კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთსა და სომხეთს შორის მოკავშირე თანამშრომლობას”, – ნათქვამია განცხადებაში. ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რომ ეს ორივე ქვეყნის ინტერესებშია. დღეს, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ნიკოლ ფაშინიანი დანიშნა. მანამდე, ნიკოლ ფაშინიანი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. ”კონსტიტუციის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრად დანიშვნის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ახალი მოწვევის პარლამენტში ხმათა უმრავლესობა მიიღო.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის