სპორტი
პოგბას საოცარი სტატისტიკა მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ

პოგბას საოცარი სტატისტიკა მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ

პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "ტოტენჰემს" მოუგო - 1:0. საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი პოლ პოგბამ, რომელმაც მარკუს რეშფორდი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა, ინგლისელმა კი უგო ლორისს აჯობა. ასე და ამგვარად, ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ხუთ მატჩში პოგბას "გოლი+პასი" სისტემით 8 ქულა დაუგროვდა: 4 გოლი და 4 გადაცემა. საერთო ჯამში, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში, პოგბას ანგარიშზე 7 გოლი და 7 საგოლე პასია.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის