სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასლაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა მოგებით დაიწყო. 2019 წლის სეზონის დიდი სლემის პირველ შეჯიბრებაზე მეცხრამეტე ნომრად განთესილმა ქართველმა, ოთხ სეტში აჯობა ამერიკელ კრისტოფერ ეუბანქსს, ანგარიშით 6:4 4:6 7:6 6:3.


სასტარტო გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. შემდეგ შეხვედრას კი ოთხშაბათს გამართავს, მსოფლიოს რეიტინგის 137-ე ნომერთან, იტალიელ სტეფანო ტრავალიასთან.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის