სპორტი
რეალმა სოლარის ხელმძღვანელობით ისკოს გარეშე ჩატარებული ყველა მატჩი მოიგო

რეალმა სოლარის ხელმძღვანელობით ისკოს გარეშე ჩატარებული ყველა მატჩი მოიგო

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი ისკოს დაიგნორებას განაგრძობს. როგორც ჩანს, ესპანელი ნახევარმცველი არგენტინელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის. Opta-ს ცნობით, "ბეტისთან" გამართული მატჩი, რომლის მოგებაც "ბლანკოსს" ძალიან გაუჭირდა, რიგით მე-6 აღმოჩნდა, რომელშიც სოლარიმ ისკო დაპირისპირების ბოლომდე თადარიგში დატოვა. "რეალმა" ექვსივე ეს დაპირისპირება მოიგო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისკოსთან ერთად მადრიდელებმა 11 მატჩიდან 7 მოიგეს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის