საზოგადოება
17 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

17 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, - ამის შესახებ გარემო ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. "17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - წერია ინფორმაციაშია.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის