მსოფლიო
ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

სომხეთის პრეზიდენტა არმენ სარქისიანმა მოაწერა ხელი ბრძანებას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ პაშინიანის დანიშვნასთან დაკავშირებით. პაშინიანის კანდიდატურა ფრაქციამ „ჩემი ნაბიჯი“ წამოაყენა.


სომხეთში პარლამენტის ვადამდელი არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდა, პარლამენტში პოლიტიკური ძალები შემდეგი პროპორციით გადანაწილდნენ ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ 70.42%, „გაბრწყინებული სომხეთი“ 6,37% , „აყვავებული სომხეთი“ 8,26%. პარლამენტში 132 დეპუტატია, მათგან 88 მანდატი ბლოკი „ჩემი ნაბიჯის“ განკარგულებაშია. 26 „აყვავებილი სომხეთის“ და „გაბრწყინებულ სომხეთს“ 18.

სწორედ ვადამდელი არჩევენების დანიშვნა იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის გადადგომის მიზანი. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი ნებით 16 ოქტომბერს იმ განზრახვით დატოვა და პარლამენტში მის მომხრეებს მოუწოდა რომ მისი ხელახალი არჩევისთვის მხარი არ დაეჭირათ. იმ შემთხვევაში კი თუ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ორჯერ არ დაამტკიცა. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დათხოვნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის