მსოფლიო
აშშ-ში იმ თარჯიმნის დაკითხვას გეგმავენ, რომელიც ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ესწრებოდა

აშშ-ში იმ თარჯიმნის დაკითხვას გეგმავენ, რომელიც ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ესწრებოდა

მათი ვარაუდით, სახელმწიფოს მეთაური მნიშვნელოვან დეტალებს მალავს. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების განმარტებით, მათ თარჯიმნის დაკითხვის იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ჰელსინკში დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს პირისპირ, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრას მხოლოდ თარჯიმანი ესწრებოდა. თუმცა, დემოკრატიული პარტიის წევრების თქმით, მაშინ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები  თარჯიმნის დაკითხვას ეწინააღმდეგებოდნენ. უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლობითი კომიტეტის თავმჯდომარის, ადამ შიფის განცხადებით, ახლა სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს და რესპუბლიკელები თარჯიმნის დაკითხვას დათანხმდნენ. მანამდე, გამოცემა The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან 2017 წელს ჰამბურგში გამართული პირველი ოფიციალური მოლაპარაკებების დეტალები დამალა. წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან 2017 წელს ჰამბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ თარჯიმანს არა მხოლოდ საუბრის დეტალების საიდუმლოდ შენახვა მოსთხოვა, არამედ სამუშაო ჩანაწერებიც ჩამოართვა. საიდუმლოს შესახებ ცნობილი  მას შემდეგ გახდა, რაც თეთრ სახლში ამერიკის ლიდერის მრჩეველთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თარჯიმანს სთხოვა, მისთვის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. თუმცა, თარჯიმანმა თხოვნაზე უარი უთხრა. Fox News-ის ცნობით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დონალდ ტრამპი მალევე გამოეხმაურა და განმარტა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შესახებ არაფერი დაუმალავს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის