სპორტი
მე-400 გოლი... მესიმ რონალდუს აჯობა

მე-400 გოლი... მესიმ რონალდუს აჯობა

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების მე-19 ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" გუშინ "ეიბარი" გაანადგურა - 3:0. კატალონიელთა მხრიდან ერთი გოლი ლიონელ მესის ანგარიშზეა. ეს გოლი ლეოსთვის ესპანეთის ჩემპიონატში რიგით მე-400 აღმოჩნდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ერთ ჩემპიონატში (ტოპ-5 ლიგის ჩათვლით - ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) გატანილი გოლების რაოდენობით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მესიზე მეტი გოლი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი, თუმცა მას ტოპ-3 ჩემპიონატში აქვს ნათამაშები. Opta-ს ინფორმაციით, მესის 400 გოლის გასატანად იმაზე 63 მატჩით ნაკლები დასჭირდა, ვიდრე თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის