პოლიტიკა
ეკა ბესელია მოსამართლეების საკითხზე საკუთარ ინიციატივას წარმოადგენს

ეკა ბესელია მოსამართლეების საკითხზე საკუთარ ინიციატივას წარმოადგენს

დეპუტატის მოსაზრებით, პირველ რიგში საბჭოს მიერ სიის დასახელება არ უნდა მოხდეს კონსულტაციებისა და კონკურსის გარეშე. ამასთან, უნდა შეიქმნას შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ მოქმედმა მოსამართლეებმა, არამედ ადვოკატების, ასევე სამეცნიერო იურიდიული წრეებიდან მოხდეს კანდიდატების დასახელება. “არ უნდა ჩაიკეტოს ეს სივრცე. კრიტერიუმებში უნდა იყოს გაწერილი, რომ სიის წარმოდგენამდე ცხადდება საბჭოს მიერ კონკურსი და ამ კონკურსში ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. აქ შეგვიძლია დავადგინოთ ისეთი კრიტერიუმები, რომელიც შესაძლებელს გახდის, არა მხოლოდ საბჭოს წევრმა, და აქ მე მგონი ინტერესთა კონფლიქტზეც უნდა ვისაუბროთ, რომ გამოვრიცხოთ, არა მხოლოდ მოქმედმა მოსამართლეებმა, არამედ სხვებმაც დაასახელონ თავისი თავი. უნდა გაიწეროს პროცედურაც”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ამ ცვლილებების პირველადი ვერსია, მომდევნო კვირის ბოლოსთვის უკვე მზად იქნება, რომელსაც თავიდან სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილავენ. “ეს ის ფორმატია, რომლის ორგანიზება მე 2017 წელს დავიწყე იურიდიულ კომიტეტში, სადაც ჩართულია ხელისუფლების სამივე შტო, ასევე საერთაშორისო პარტნიორები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის