მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: არავის შეუძლია შეაჩეროს უკრაინა და უკრაინელები

პეტრო პოროშენკო: არავის შეუძლია შეაჩეროს უკრაინა და უკრაინელები

“ჩვენი ერთიანი ეკლესია უკრაინის სახელმწიფოს სულიერი საფუძველი გახდა”, – წერს პოროშენკო. მან დასძინა, რომ დამოუკიდებლობის მიღწევა მხოლოდ დასაწყისია, რადგან ქვეყანას კვლავ ერთიანობა სჭირდება. “არავის შეუძლია შეაჩეროს უკრაინა და უკრაინელები…”, ხაზგასმით აღნიშნავს პოროშენკო. მანამდე, პეტრო პოროშენკომ პატრიარქ ფილარეტს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 5 იანვარს, სტამბოლში ხელი მოაწერა. 15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკუთვნის. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი გახდა 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრად აკრიტიკებს გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის