მსოფლიო
მედვედევი: ბელარუსმა უნდა დააფასოს რუსეთის მიერ მისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება

მედვედევი: ბელარუსმა უნდა დააფასოს რუსეთის მიერ მისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება

მედვედევის თქმით, თანხის მოცულობა, რომელიც ბელარუსს რუსეთმა გამოუყო, 6,5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. “ჩვენ ამ კრედიტის დაბრუნებას არ ვითხოვთ, ჩვენ ამ თანხას გავაფართოებთ კიდეც, თუკი ამას ჩვენი პარტნიორები გვთხოვენ და ეს ხდება მაშინ, როდესაც, შეგახსენებთ, ჩვენთვის დაკეტილია დასავლეთ ქვეყნების ფინანსური ბაზრები. ჩვენ ვეხმარებით ჩვენი ეკონომიკიდან აღებული თანხებით. ეს უნდა დააფასო მაშინ, როდესაც პარტნიორებს აკრიტიკებ”, – აცხადებს მედვედევი. დეკემბრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყნის ლიდერებმა შექმნეს რუსეთ-ბელარუსის სამუშაო ჯგუფი.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის