საზოგადოება
მცხეთის ჯვრის მონასტერი გარევაჭრობის გამო დაიკეტა

მცხეთის ჯვრის მონასტერი გარევაჭრობის გამო დაიკეტა

დეკანოზი ანდრია არ ფლობს ინფორმაციას თუ როდის გაიხსნება მონასტერი. “როდის გაიხსნება ზუსტად არ ვიცით. მიზეზი არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობა, რომელიც არასახარბიელო გარემოს ქმნის, ტურისტებისთვის, დელეგაციებისთვის. ძალიან უსახური ფორმა მიიღო, ამ გარევაჭრობამ, მონასტრისათვის შეუფერებელი. და როგორც ცნობილი გახდა ჩვენთვის მამა კონსტანტინეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი, მაგრამ არ მოხერხდა ამის გადაწყვეტა და შემდგომ მიიღო ასეთი ზომები”, – განაცხადა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფაქტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მცხეთის მერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გარევაჭრობისთვის გამოყოფილია სპეციალური ტერიტორია და ისინი მონასტრის ეზოს ტერიტორიას არ ეხებიან. “ავკრძალეთ ყველანაირი უსახურობა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს გარემოვაჭრეებისთვის გამოყოფილია ის ადგილი, სადაც ისინი ახორციელებენ ვაჭრობას, დგილი რომელიც არანაირად არ უშლის ხელს არც სავალ ნაწილს, რომ მობრძანებულ ტურისტებს გადაადგილებაში ხელი შეეშალოთ და რა თქმა უნდა არ ეხებიან მონასტრის ეზოს ტერიტორიას”, – განაცხადა მცხეთის მერმა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის