სპორტი
"სიტი ბარსელონასა და რეალს კონკურენციას ვერ გაუწევს", - გვარდიოლა უიმედოდაა

"სიტი ბარსელონასა და რეალს კონკურენციას ვერ გაუწევს", - გვარდიოლა უიმედოდაა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბი რთულ დავალებას ეყრება, როცა სატრანსფერო ბაზარზე მათი კონკურენტები "ბარსელონა" და "რეალი" არიან. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე, ინგლისის ჩემპიონი სატრანსფერო ფანჯარაზე ესპანურ გრანდებს კონკურენციას ვერ გაუწევს. ზოგიერთი გამოცემა "აიაქსის" 21 წლის ტალანტ ფრენკი დე იონგს "ქალაქელებს" უკავშირებდა. "თუ ფეხბურთელის შეძენის ერთადერთი პრეტენდენტი ხარ - ეს ადვილია. თუმცა, როცა შენ გინდა, სხვებსაც სურთ, რაც დავალებას ართულებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჰორიზონტზე "ბარსელონა" ან "რეალი" ჩნდება, რადგან ძალიან მდიდარი კლუბები არიან", - ციტირებს ესპანელის სიტყვებს AS. "ამ ეტაპზე, "სიტი" "ბარსელონასა" და "რეალს" დე იონგისთვის ბრძოლაში კონკურენციას ვერ გაუწევს. ეს კი არამხოლოდ "აიაქსის" ფეხბურთელს ეხება", - დასძინა პეპმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის