მსოფლიო
დნმ-ის სტრუქტურის აღმომჩენ ნობელიანტს ჯილდოები ჩამოართვეს - მიზეზი რასისა და ინტელექტის კავშირთან დაკავშირებული განცხადებაა

დნმ-ის სტრუქტურის აღმომჩენ ნობელიანტს ჯილდოები ჩამოართვეს - მიზეზი რასისა და ინტელექტის კავშირთან დაკავშირებული განცხადებაა

ნიუ-იორკის Cold Spring Harbor-ის ლაბორატორიამ, სადაც ნომელის პრემიის ლაურეატი და დნმ-ის სტრუქტურის ერთ-ერთი აღმომჩენი, გენეტიკოსი ჯეიმს უოტსონი მუშაობდა, მეცნიერს ყველა ტიტული და ჯილდო ჩამოართვა და კავშირი გაწყვიტა. მიზეზი მეცნიერის განცხადება გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ რასობრივი კუთვნილება და ინტელექტის დონე ერთმანეთთან კავშირშია.


ტელეარხ PBS-ის დოკუმენტურ ფილმში, 90 წლის ჯეიმს უოტსონმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია რასისა და ინტელექტის ურთიერთკავშირში:

"მინდოდა რომ გამოჩენილიყო ახალი ცოდნა, რომელიც აჩვენებდა, რომ აღზრდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბუნება. მაგრამ მსგავსი ცოდნა არ მინახავს. არსებობს განსხვავებები თეთრკანიანებსა და შავკანიანებს IQ-ს შორის. მე ვიტყოდი, რომ ეს განსხვავება გენეტიკურია."- განაცხადა უოტსონმა.

„მეცნიერის განცხადების შემდეგ ლაბორატორიამ განაცხადა, რომ „ერთმნიშვნელოვნად უარყოფს დოქტორ ჯეიმს უოტსონის არაგონივრულ და უგნურ პირად მოსაზრებას და გმობს მეცნიერების ბოროტად გამოყენებას ცრურწმენების გასამართლებლად.“- აღნიშნულია ლაბორატორიის განცხადებაში.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის