მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკედონიისთვის სახელის გადარქმევას აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკედონიისთვის სახელის გადარქმევას აკრიტიკებს

უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევით იქნა მიღებული. “მაკედონიის რესპუბლიკის მეთაურისა და მოსახლეობის აზრის დიდი ნაწილი იგნორდება”, – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, რომ ეს გადაწყვეტილება გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ უნდა განიხილოს. 11 იანვარს, მაკედონიის პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რაც საბერძნეთისა და მაკედონიის შეთანხმების რეალიზაციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შეთანხმებას ხელი 2018 წლის17 ივნისს მოეწერა ხელი. დოკუმენტი გულისხმობს, რომ მაკედონიას რესპუბლიკა ჩრდილო მაკედონია დაერქმევა. ახლა შეთანხმებას კენჭი უნდა უყაროს საბერძნეთის პარლამენტმა, რისთვისაც 300 ბერძენი კანონმდებლიდან მას მხარი მინიმუმ 151-მა უნდა დაუჭიროს. ევროკავშირი თავის მხრივ მიესალმება აღნიშნულ გადაწყვტილებას.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის