მსოფლიო
კონცერტის დროს დაჭრილი გდანსკის მერი გარდაიცვალა - თავდასხმის კადრები (ფოტო, ვიდეო)

კონცერტის დროს დაჭრილი გდანსკის მერი გარდაიცვალა - თავდასხმის კადრები (ფოტო, ვიდეო)

პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი, რომელიც საქველმოქმედო კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე დანით დაჭრეს, გარდაცვალა. თავდასხმის შემდეგ ის კრიტიკული მდგომარეობით იქნა ჰოსპიტალიზირებული და 5 საათის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა, ოპერაციის შემდეგ ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული თუმცა მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.


მერის გადასარჩენად სისხლი გდანსკის 300-ზე მეტმა მაცხოვრებელმა ჩააბარა. სამედიცინო ცენტრი სადაც ადამოვიჩი იწვა, ხალხით სავსე იყო.

ადამოვიჩს თავს 13 იანვრის საღამოს დაესხნენ. როდესაც გდანსკის მერი სცენაზე იდგა მას მამაკაცი მივარდა და დანა გულ-მკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა, თავდამსხმელმა მიკროფონში დაიყვირა, რომ ეს იყო შურისძიება უსამართლო პატიმრობის ვადისთვის. თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს, პოლონეთის შსს-ს ინფორმაციით მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა.

ადამოვიჩი გლდანსკის ხელმძღვანელი პირველად 1998 წელს გახდა. 2018 წელს ის მეექვსე ვადით აირჩიეს. პოლიტიკოსი იყო ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ წევრი. ის ცნობილი იყო იმითაც, რომ აქტიურად იცავდა ლგბტ თემის და მიგრანტების უფლებებს.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის