საზოგადოება
პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანი დაშავდა

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანი დაშავდა

. მმოზარდები იაშვილის კლინიკაში შეიყვანეს, მათ შორის ერთი თბილისში, ბათუმიდან გადმოიყვანეს. ექიმის ბიძინა კანაშვილის ინფორმაციით, ყველა პაციენტს კიდურები აქვს დაზიანებული და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. „კლინიკაში შემოყვანილ იქნა 4 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ პიროტექნიკის მტევანში აფეთქების შედეგად დაზიანებები. დაზიანებული ჰქონდათ კუნთები, მყესები, აღენიშნებოდათ ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა დროულად ყველას. აღდგა დაზიანებული ნაწილები მაქსიმალურად. პაციენტები უკვე არიან ქირურგიულ განყოფილებაში და თავს გრძნობენ დამაკმაყოფილებლად.“ - განაცხადა ორთოპედმა ბიძინა კანაშვილმა.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის