სპორტი
გვარდიოლა: "თუ დე ბრუინს პრობლემები შეექმნება, ყოველთვის იცის, სად შეიძლება ჩემი პოვნა"

გვარდიოლა: "თუ დე ბრუინს პრობლემები შეექმნება, ყოველთვის იცის, სად შეიძლება ჩემი პოვნა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის ნახევარმცველ კევინ დე ბრუინზე ისაუბრა. ესპანელ სპეციალისტს ბელგიელის შესაძლო უკმაყოფილებაზე ჰკითხეს, რომელიც "ქალაქელთა" თავკაცმა "ბარტონთან" გამართულ ბოლო შეხვედრაში შეცვალა. "ამაზე მასთან არ მისაუბრია, რადგან ჩემთვის რთულია იმის თქმა, თუ რა უდევს თავში", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC Sport. "თუმცა, თუ დე ბრუინს რაღაც პრობლემები შეექმნება, ყოველთვის იცის, სად შეიძლება ჩემი პოვნა", - დასძინა პეპმა. მიმდინარე სეზონში კევინ დე ბრუინმა "ქალაქელთა" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. დროის დიდი ნაწილი ფეხბურთელმა ტრავმის გამო გამოტოვა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის