სპორტი
ხარაბაძემ შვეიცარიაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

ხარაბაძემ შვეიცარიაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

გასულ კვირას, "დინამო თბილისის" მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე სათამაშოდ "ციურიხში" გადავიდა. დღეს კი ხარაბაძის ახალმა გუნდმა ამხანაგური მატჩი "იურდიგენთან" ჩაატარა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. ხარაბაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ჩემპიონატი 3 თებერვალს განახლდება, სადაც "ციურიხი" "სტ.გალენს" ესტუმრება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის