სხვადასხვა
15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. ნუ წახვალთ კოლექტივის, ჯგუფის წინააღმდეგ. კარგი დღეა სარემონტო და სამშენებლო საკითხების მოსაგვარებლად.
კურო
შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, განრიგი. დღეს ოჯახის საკეთილდღეოდ მეტად უნდა იშრომოთ. ზოგიერთს სასიყვარულო რომანი ელის კოლეგასთან.

ტყუპი
იყავით დისციპლინირებული. გადასახადების გადახდის, ფინანსური საკითხების მოგვარების დღეა. ავანტიურულსა და სტაბილურ შემოსავალს შორის თუ დადგებით არჩევანის წინაშე, უკანასკნელი აირჩიეთ.

კირჩხიბი
იყავით მიზანმიმართული და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემდგომი შეეცდება თქვენს პროვოცირებას.

ლომი
გაცდის, ტესტირების დღე. მოერიდეთ უსიამოვნებას კოლექტივში მოსალოდნელია ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, მოერიდეთ ძლიერმოქმედი მედიკამენტების მიღებას. დახმარებას ნათესავებისგან მიიღებთ.

ქალწული
შეიძლება ძალიან ბევრი გსურთ ან მცირე დრო გაქვთ. ნუ გაწყვიტავთ ძველ კავშირებს. იყავით დაკვირვებული, რათა გაცხარებულმა არ დაუშვათ შეცდომები.

სასწორი
დაისახეთ დიადი მიზანი, წვრილმანებისთვის ნუ მოცდებით. იყავით მეტად დისციპლინირებული. განსაკუთრებით, ფინანსური საკითხების მოგვ-0:10
არებისას. ეცადეთ, საქმიანი ურთიერთობა პირადი ცხოვრებაში არ აურიოთ.

მორიელი
დღის განმავლობაში უამრავ საქმეს მოაგვარებთ და სირთულეებსაც დაძლევთ. გადაზიდვის საკითხებიც თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. გაგიუმჯობესდებათ განწყობა, დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან.

მშვილდოსანი
დღეს მიხვდებით, ჩააბარეთ გამოცდა თუ ვერა. რაც უფრო დიდ მიზანს დაისახვათ, მით უკეთესად იმუშავებთ. იყავით დისციპლინირებული, დაეყრდენით მხოლოდ სანდო წყაროს.

თხის რქა
გააუმჯობესეთ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. შეიძლება აღადგინოთ ძველი კავშირი ან ახალი შექმნათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან და მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს.

მერწყული
დამშვიდდით და დაარეგულირეთ სიტუცია თქვენ გარშემო. ნებისმიერი საქმიდან გამოიტანეთ დასკვნა; გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. ცვლილებები გელით კოლექტივში, კლიენტთა ბაზაში.

თევზები
წარმატებული დღე გელით. იყავით აქტიური სასურველის მისაღწევად. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის