საზოგადოება
დღეს ქართული თეატრის დღე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

დღეს ქართული თეატრის დღე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ღონისძიების ფარგლებში ამავე თეატრის მსახიობის, ვანო იანტბელიძის 65 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მსახიობი მაყურებლის წინაშე, მის მიერ სხვადასხვა სპექტაკლებში განსახიერებული როლებიდან მონოლოგით წარსდგა. მსახიობს კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო ,,ხელოვნების ქურუმი” გადაეცა, საზეიმო ღონისძიება თელავის თეატრის წინ ვანო იანტბელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნით დასრულდა. ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თელავში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო, რომელსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის