პოლიტიკა
ხიდაშელი: მოსამართლეების სია სესიაზე უნდა გავიდეს და ჩავარდეს, ხელისუფლებამ მკვეთრი გზავნილი უნდა აჩვენოს

ხიდაშელი: მოსამართლეების სია სესიაზე უნდა გავიდეს და ჩავარდეს, ხელისუფლებამ მკვეთრი გზავნილი უნდა აჩვენოს

“ვითარების გამოსწორება 2 შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. ეს სია აუცილებლად უნდა გავიდეს სესიაზე, ზუსტად ისე როგორც არის წარმოდგენილი და უნდა ჩავარდეს. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეყოს ძალა, გამჭრიახობა და იმის ნება, რომ იუსტიციის საბჭოთი და საზოგადოებით დამთავრებული მკვეთრი გზავნილი აჩვენოს. ეს არ უნდა იყოს განცხადებები, რომ მაინც ვიცით, რომ რაღაც მოხდება. ეს უნდა იყოს განცხადებები, გადაწყვეტილებაში გადაითარგმნება. როდესაც ტესტი იქნება რამდენი დეპუტატი მისცემს ხმას ამ სიის წინააღმდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტების მიერ იყო შედგენილი და ლობირებული. მეორე, რა თქმა უნდა უზენაესი საბჭო შესავსებია. 18 მოსამართლე აკლია. მისი შევსება უნდა მოხდეს კრიტერიუმებით და ისე, რომ არავისში ეჭვი არ გააჩინოს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის