პოლიტიკა
ხიდაშელი: 2015-16 წლების ბრძოლა მურუსიძემ მოგვიგო, იავნიშვილისთვის ჩვენზე სანდო პარტნიორი აღმოჩნდა

ხიდაშელი: 2015-16 წლების ბრძოლა მურუსიძემ მოგვიგო, იავნიშვილისთვის ჩვენზე სანდო პარტნიორი აღმოჩნდა

“2015-16 წლების ყველა ჩემი განცხადება შეგიძლიათ ნახოთ. მას ჰქონდა მანდატი, გასაგებია ჩვენ არ გავუშვით სასამართლოდან, მაგრამ როცა ამ მანდატის განახლების საკითხი დადგა, მე მაშინ მინისტრი ვიყავი. ეთერი არ დამიტოვებია. ეთერ-ეთერ დავდიოდი და ამაზე ვსაუბრობდი. მურუსიძემ მოიგო ის ბრძოლა, ივანიშვილისთვის მურუსიძე აღმოჩნდა უფრო სანდო და მისაღები პარტნიორი, ვიდრე ჩვენ. მე ახლაც პესიმისტურად ვარ განწყობილი და სამწუხაროდ მგონია, რომ მურუსიძე მოიგებს. ერთადერთი რისი იმედიც მაქვს არის ის, რომ სავარაუდოდ ჩინჩალაძეს ჩახსნიან, მაგრამ ვინმე სხვა ჩინჩალაძე იქნება, რომელიც ასე კარგად ცნობილი არ არის საზოგადოებისთვის, მაგრამ ასეთივე შინაარსის მატარებელი იქნება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის