სპორტი
კავანიმ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კავანიმ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, თავის მომავალზე ისაუბრა. "ვუახლოვდები პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის და შესაძლოა, კარიერის დასრულების ეტაპსაც. როდესაც კონტრაქტის ვადა ამოიწურება უკვე 33 წლის ვიქნები. არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა ფეხბურთის თამაშს 33 წლის შემდეგ და მით უმეტეს არ ვიცი დავრჩები თუ არა "პსჟ-ში". თუმცა მინდა, რომ კონტრაქტი ბოლომდე ამოვწურო. პარიზში თავს კარგად ვგრძნობ და კლუბიც ჩემით კმაყოფილია", - განაცხადა 31 წლის ურუგვაელმა, რომლის მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში იწურება. ედინსონ კავანი "პსჟ-ს" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ურუგვაელმა, ყველა ტურნირზე ერთად, 265 თამაშში 184 ბურთის გატანა მოახერხა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის