სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში მე-19 ადგილზე გადაინაცვლა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში მე-19 ადგილზე გადაინაცვლა

კაილ ედმუნდსმა შარშან ავსტრალიის ღია პირველობაზე თანმიმდევრობით სძლია სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს, უზბეკ დენის ისტომინს, ჩვენ ნიკოლოზ ბასილაშვილს (ნიკოლოზმა მასთან შანხაის ტურნირის ნახევარფინალში აიღო რევანში, ორ სეტში 7:6(8:6), 6:4 დაამარცხა, შემდეგ, ფინალში, არგენტინელი ხუან დელ პოტროს სძლია და ტურნირი მოიგო), იტალიელ ანდრეას სეპის, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს და მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა ხორვატ მარინ ჩილიჩთან შეხვედრაში. ამ წარმატებამ მას 720 სარეიტინგო ქულა შესძინა და ეს ქულები ავსტრალიის წლევანდელ ღია ჩემპიონატზე დაცვას საჭიროებდა ანუ არსებული 2150 ქულის შესანარჩუნებლად კეილს კვლავ ნახევარფინალში გასვლა ესაჭიროებოდა. ტომას ბერდიხთან მატჩი კაილ ედმუნდის მარცხით 3:6, 0:6, 5;7 დასრულდა და შედეგად, კაილ ედმუნდს შარშან მოპოვებული 720 ქულა ჩამოაკლდა, წელს სამოცდამეოხედფინალში მონაწილეობისთვის 10 ქულა დაერიცხა და მისი რეიტინგი 1440 ქულა გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ნიკოლოზ ბასილაშვილზე ქვემოთ ჩაინაცვლა რეიტინგში. ნიკოლოზ ბასილაშვილს ტურნირის დაწყების წინ 1820 სარეიტინგო ქულა ჰქონდა და მე-20 ადგილზე იყო. ბასილაშვილმა შარშან ავსტრალიის ღია პირველობაზე ორი წრე განვლო და 90 სარეიტინგო ქულა მიიღო. წელს მან ამ ქულების ნაწილი პირველ წრეში გამარჯვების შემდეგ უკვე დაიცვა და ამჟამად 1775 ქულა აქვს. მის წინ, მე-18 საფეხურზე მყოფ არგენტინელ დიეგო შვარცმანს 1790 ქულა აქვს და თუ ნიკოლოზი მეორე წრეში N139 ჩოგანს, იტალიელ ტრავალგიას მოუგებს, ხოლო შვარცმანი N59 ჩოგანთან, აშშ-ელ დენის კუდლასთან დამარცხდება, მაშინ ნიკოლოზი 1820 ქულით მე-18 ადგილზე აინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის მეთექვსმეტედფინალში გასული ჩოგბურთელი ტურნირის დაწყების წინ არსებულ რეიტინგს ( ავსტრალიის ღია პირველობამდე მოპოვებულ ქულებს გამოკლებული შარშან ავსტრალიის ღია პირველობაზე მოპოვებული ქულები) 90 ქულას, მერვედფინალში გასული – 180 ქულას, მეოთხედფინალისტი – 360 ქულას, ნახევარფინალისტი – 720 ქულას, ფინალისტი 1200 ქულას, ხოლო გამარჯვებული კი 2000 ქულას შემატებს. რეიტინგის ოცეული ამ დროისთვის ასე გამოიყურება: 1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 8965 ქულა 2. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 7165 ქულა 3. ალექსანდრე ზვერევი (გერმანია) – 6305 ქულა 4. ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) – 5060 ქულა. არ მონაწილეობს და მისი ქულები არ ეიცვლება 5. კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) – 4845 ქულა 6. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 4465 ქულა 7. დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3925 ქულა 8. კეი ნიშიკორი (იაპონია) – 3760 ქულა 9. ჯონ ისნერი (აშშ) – 3155 ქულა 10. მარინ ჩილიჩი (ხორვატია) – 3005 ქულა 11. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) – 2835 ქულა 12. ბორნა ჩორიჩი (ხორვატია) – 2435 ქულა 13. ფაბიო ფოგნინი (იტალია) – 2145 ქულა 14. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 2130 ქულა 15. მილოშ რაონიჩი (კანადა) – 1900 йгдф 16. მარკო ჩეჩინატო (იტალია) – 1889 ქულა 17. დანილ მედვედევი (რუსეთი) – 1830 ქულა 18. დიეგო შვარცმანი (არგენტინა) – 1790 ქულა 19. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო) – 1775 ქულა 20. დავიდ გოფინი (ბელგია) – 1750 ქულა. მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის