მსოფლიო
2 წლის ბავშვი 100 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა - უბედური შემთხვევა ესპანეთში

2 წლის ბავშვი 100 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა - უბედური შემთხვევა ესპანეთში

ესპანეთის სამხრეთით მაშველები 2 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც 100 მეტრის სიღრმის და 25 სანტიმეტრი სიგანის ჭაში ჩავარდა.


ცოცხალია თუ არა ბავშვი, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის მაშველებმა ჭაში, 78 მეტრის სიღრმეზე, ვიდეოკამერის საშუალებით მხოლოდ ბავშვის კუთვნილი ნივთების- კანფეტების შეკვრის და პლასტმასის ჭიქის ნახვა შეძლეს.

უბედური შემთხვევა კვირას სოფელ ტოტალანთან მოხდა, რომელიც მალაგას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ბავშვის მამამ პოლიციაში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დარეკა და შეატყობინა, რომ ბავშვი ჭაში ჩავარდა.

სამშველო ოპერაცია კვირას შუადღის მერე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მაშველებს ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ მიაღწიონ 2 წლის ბავშვამდე, რომელსაც მედია იულენად მოიხსენიებს. მსგავს ვიწრო ჭაში ზრდასრული ადამიანი ჩაძრომას ვერ შეძლებს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველები პარალელური გვირაბის გათხრას და ბავშვამდე ამ გზით მიღწევას გეგმავენ. სამაშველო სამსახურის განცხადებით, სამძებრო ოპერაცია მანამდე გაგრძელდება ვიდრე ბავშვს არ იპოვიან.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის