სპორტი
ლეგანესთან ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე - ჩააბარებს ვინისიუსი მორიგ ტესტს?

ლეგანესთან ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე - ჩააბარებს ვინისიუსი მორიგ ტესტს?

დღეს, მადრიდის "რეალი" "ლეგანესს" სამეფო თასის საპასუხო შეხვედრაში დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ერთი კვირის წინ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. საპასუხო დაპირისპირებას "სამეფო კლუბი" საკვანძო ფეხბურთელების გარეშე ხვდება. განსაკუთრებით, ეს შეტევის ხაზს ეხება - დაზიანება ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს აქვს. კერძოდ, მატჩს კარიმ ბენზემა, მარკო ასენსიო, გარეტ ბეილი და მარიანო დიასი გამოტოვებენ. სავარაუდოდ, ცენტრალური ფორვარდის პოზიციას ბრაზილიელი ვუნდერკინგი, ვინისიუს ჯუნიორი დაიკავებს, რომელმაც ანალოგიურ პოზიციაზე "ბეტისთანაც" ითამაშა, ოღონდ, იმ შეხვედრაში მას გვერდს ჯერ კარიმ ბენზემა უმაგრებდა, მეორე ტაიმში კი კრისტო გონსალესი. მოახლოვებულ მატჩში კი, Marca-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, "რეალისგან" კვლავ 4-3-3 სისტემას ვიხილავთ, სადაც ისკო და ლუკას ვასკესი ფლანგებს გაამაგრებენ, ცენტრიდან კი "ლეგანესს" ბრაზილიელი შეუტევს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კოპა დელ რეიდან "რეალი" სწორედ "ლეგანესმა" გამოთიშა. მადრიდელებმა პირველი მატჩი გასვლაზე, 0:1 მოიგეს, შინ კი 1:2 დამარცხდნენ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის