საზოგადოება
ფაჩულიას აკადემია: მზად ვართ, ჩვენი სასტუმროს ტიპის ოთახებში მოვათავსოთ დაზარალებულები

ფაჩულიას აკადემია: მზად ვართ, ჩვენი სასტუმროს ტიპის ოთახებში მოვათავსოთ დაზარალებულები

“ზაზა ფაჩულიას აკადემია იზიარებს დღეს, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი აკადემია მზად არის მოკრძალებულ, სასტუმროს ტიპის ოთახებში მოათავსოს დაზარალებულები. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ!” – წერს აკადემია და იქვე უთითებს საკონტაქტო ნომერს: დაგვიკავშირდით: 595 225595 შეგახსენებთ, რომ დღეს დიდ დიღომში, 9 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია ოთხი და დაშავებულია 7 ადამიანი. დაშავებულთაგან 6 ბავშვია. დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10. ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, სამაშველო სამსახური და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს და მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის