ეკონომიკა
თურქეთმა მსოფლიოს შესაძლოა მიკრო საზამთროს შესთავაზოს

თურქეთმა მსოფლიოს შესაძლოა მიკრო საზამთროს შესთავაზოს


თურქეთმა შესაძლოა მსოფლიოს მიკრო საზამთროს შესთავაზოს. ქვეყანაში უკვე მოიყვანეს მინი საზამთრო, რომელიც სულ რაღაც 5 გრამს იწონის. მინიატურული საზამთრო კომპანია Erüst Tarım-მა ანტალიაში გამართულ სოფლის მეურნეობის გამოფენაზე წარმოადგინა.

“ჩვენი საზამთრო მოდის ჩვეულებისამებრ, ზაფხულის ბოლოს. თუმცა ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ საზამთრო ზამთრის პერიოდშიც მოვიყვანოთ“, განაცხადა Erüst Tarım-ის დირექტორმა მუსტაფა ერუსტმა.

კომპანიის ბიზნესგეგმის მიხედვით, მიკრო საზამთრო 100 გრამიანი შეფუთვით გაიყიდება და ბავშვებში საკმაოდ პოპულარული ტკბილეული გახდება, ხოლო დიდებში პოპკორნს მარტივად ჩაანაცვლებს. მით უმეტეს მისი გემოვნური თვისებები ჩვეულებრივი საზამთროსგან არაფრით განსხვავდება.

დღეისათვის კომპანია მცირე რაოდენობის მინი საზამთროს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ კომპანია წარმოების ზრდას გეგმავს.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის