პოლიტიკა
უგულავა: კალაძის დღევანდელი განცხადება არანაირ მორალში აღარ ჯდება

უგულავა: კალაძის დღევანდელი განცხადება არანაირ მორალში აღარ ჯდება

“სიმართლე გითხრათ, ტრაგედიიდან მეორე დღეს რანაირად უნდა მოახერხო ამ განცხადების გაკეთება, როგორ უნდა მიხვიდე ა წერტილიდან ბ წერტილამდე, იმ წერტილამდე, რაც თქვა კალაძემ, უბრალოდ, ადამიანურად წარმოუდგენელია. არანაირ მორალშიც აღარ ჯდება, იუმორის შეფასებასაც არ დავიწყებ. უკბილო იუმორი იყო. გუშინ რომ დაშვებული იყო დროშები და გამოცხადებული იყო გლოვის დღე, მეორე დილას კი თბილისის მერი ამ განცხადებით იწყებს, შეუძლებელია, რაიმე კომენტარი.. ადამიანურად ვწუხვარ, მინდა, ბოდიში მე მოვიხადო, იმდენად შეწუხებული ვარ იმ განცხადებით. ადამიანი საერთოდ ვერ ხვდება კონტექსტს, რა აბარია რა არის მისი მოვალეობა და ა.შ.  ეს ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: მთაწმინდაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ, მიშას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის