სპორტი
ვინ ვის შეხვდება ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში?

ვინ ვის შეხვდება ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში?

ავსტრალიის ღია პირველობის ოთხივე 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია. მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი მე-8 ჩოგანს, იაპონელ, კეი ნიშიკორის დაუპირისპირდება. სტეფანოს ციციპასი, რომელმაც წინა ეტაპზე როჯერ ფედერერი და უფრო უკან ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა, 1/4 ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტას შეხვდება. ციციპასი ATP-ის რეიტინგში მე-14 ადგილზეა, ბაუტისტა კი - 22-ეზე. მსოფლიოს მე-2 ჩოგანი, რაფაელ ნადალი 37-ე ჩოგანს, ამერიკელ ფრენსის ტიაპოს დაუპირისპირდება. მე-16 ჩოგანი, კანადელი მილოშ რაონიჩი, 28-ე ჩოგანს ლუკა პუის შეხვდება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის