სპორტი
რამდენი კლასიკო გამოტოვა მესიმ?

რამდენი კლასიკო გამოტოვა მესიმ?

ლიონელ მესის ტრავმა აქვს და შესაძლოა მან 6 თებერვალს, "კამპ ნოუზე" გასამართი ელ კლასიკო გამოტოვოს. ლეო "ბარსელონას" რიგებში 2004 წლიდან გამოდის და ამ პერიოდის განმავლობაში მან "რეალთან" მატჩი მხოლოდ 3-ჯერ გამოტოვა. ბოლოს მსგავსი ფაქტი მიმდინარე სეზონში, 2018 წლის ბოლოს მოხდა, როდესაც ლეოს გარეშე "ბარსელონამ" "რეალი" 5:1 გაანადგურა. უფრო უკან თუ წავალთ, ლეომ კლასიკო 2008 წელს გამოტოვა, როდესაც გუნდს რაიკაარდი უძღვებოდა. მაშინ "რეალმა" 1:0 იმარჯვა. პირველად კი მესიმ კლასიკო 2005 წელს გამოტოვა, როდესაც დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის